ვინ არის ჯონ რეტკლიფი, რომელსაც ტრამპი CIA-ს შეფად ნიშნავს
დონალდ ტრამპი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე ჯონ რეტკლიფს წარადგენს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი, „რესპუბლიკელი“ ჯონ რეტკლიფი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, 2020 წლის მაისიდან 2021 წლის იანვრამდე აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
ასევე, დონალდ ტრამპის ცნობით, ისრაელში აშშ-ის ელჩის პოსტზე არკანზასის ყოფილ გუბერნატორს მაიკ ჰაკაბის წარადგენს.
„მას ისრაელი და ისრაელელი ხალხი უყვარს, ისევე როგორც ისრაელელ ხალხს უყვარს იგი. მაიკი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის დაუღალავად იშრომებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
"ინტერპრესნიუსი"