"მორალური კომპასები თქვენთვის შეინახეთ..." - ვის მიმართავს გახარიას პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა?! - კვირის პალიტრა

"მორალური კომპასები თქვენთვის შეინახეთ..." - ვის მიმართავს გახარიას პარტიის წევრი ბერდია სიჭინავა?!

არავინ აპირებს ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და ეს მორალური კომპასები სხვებისთვის შეინახეთ - ჩვენი პარტიის წევრების თვითმიზანი არასდროს იქნება პარლამენტის წევრის სტატუსისთვის პარლამენტში ჯდომა „ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მიცემის ხარჯზე,- ამის შესახებ პარტიის - „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე დაწერა.

სიჭინავას თქმით, მისი პარტიის წევრებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების ხარჯზე კომპრომისი არასდროს დაუშვიათ.

„ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი. გუნდის წევრები არიან ყოფილი მინისტრები, მოადგილეები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ელჩები, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსები და მოადგილეები, პროკურორები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, გუბერნატორები და კიდევ ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, რომლებმაც ეს თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს და არასდროს, მით უფრო საკუთარი თავისთვის პრივილეგიების მისანიჭებლად არ დაუშვიათ კომპრომისი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების ხარჯზე.

არავინ აპირებს ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას და ეს მორალური კომპასები შეინახეთ სხვებისთვის… ამ პარტიის წევრების თვითმიზანი, არასდროს იქნება პარლამენტის წევრის სტატუსისთვის პარლამენტში ჯდომა „ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის მიცემის ხარჯზე. საკმარისი ბიოგრაფიები აქვთ ამ ადამიანებს, ამისთვის…

პატივი ეცით საკუთარ თავს და იმ ბრძოლას, რომელიც ქართველ ხალხს აქვს მოსაგები!“,- აცხადებს ბერდია სიჭინავა.

"ინტერპრესნიუსი"