"ხელისუფლებას ამინდის იმედი აქვს...თუმცა რამდენი ცხვარიც არ უნდა დაკლა, თამაშს ვერ მოიგებ" - რას წერს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებას ამინდის იმედი აქვს...თუმცა რამდენი ცხვარიც არ უნდა დაკლა, თამაშს ვერ მოიგებ" - რას წერს რომან გოცირიძე

"ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის გამოქვენებიდან ათ დღეში პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. რა რიცხვში მოუწევს, პრეზიდენტის გარდა არავინ იცის", - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

"ეს შეიძლება იყოს პირველი დღეც და მეთეც. რადგან ეს არჩევნები პრეზიდენტს არ მიაჩნია კანონიერად და არ აპირებს სხდომის დანიშვნას, ასეთ შემთხვევაში, ლოგიკიდან გამომდინარე, სხდომა გაიმართება შედეგების გამოცხადებიდან მეათე დღეს. ამ რიცხვის დადგენა უკვე “ოცნებას” შეუძლია. როცა აწყობთ, მაშინ შეაჯამებინებენ ცესკოს ოქმს.

რა არის ხელისუფლებისათვის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის კრიტერიუმი? ამინდი:)) შესთხოვენ ღმერთს, რომ საშინელი ამინდი მოუვლინოს ქვეყანას. ამაში მათი მომხრე პრორუსი მღვდლებიც არიან ჩართულნი. ღმერთი მათ მუდარაზე არ რეაგირებს, რადგან იგი პოლიტიკაში არ ერევა, ისევე როგორც ფეხბურთში. რამდენი ცხვარიც არ უნდა დაკლა, თამაშს ვერ მოიგებ.

ფუჭი იმედებია. ვერც ქარი უშველის ამათ, ვერც წვიმა, ვერც თოვლი და ვერც საახალწლო ლომი-საცივი. ნურც წინა წლების გამოცდილების იმედი ექნებათ.

ამინდი კი შესანიშნავია:))" - წერს რომან გოცირიძე.