დაპირისპირება ცესკოსთან - აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს - კვირის პალიტრა

დაპირისპირება ცესკოსთან - აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც ქალები საპროტესტო აქციას მართავენ სახელწოდებით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო.

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. ისინი შეეცადნენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში შესულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა, აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ წესრიგს იცავდნენ და სწორედ ამ მიზნით გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები. აქციის მონაწილეები რამდენჯერმე შეეცადნენ ჭიშკრის გაღებას, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, ცესკოს ინდივიდუალური განცხადებით მიმართონ და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

"ინტერპრესნიუსი"