"თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს" - კვირის პალიტრა

"თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული, სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს"

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება ძალიან ჰგავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ ვითარებას, მაგრამ, მთლად ისეთიც არაა, განსხვავებებიც სახეზეა.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში არჩევნების შემდეგ გვაქვს, ვგულისხმობ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულებებს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით?

- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები იყო და არც თუ ისე სუსტი, მაგრამ, მაშინ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მოუწოდეს ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობისაკენ. ოპოზიცია იბრძოდა ფაქტობრივად ორ ფრონტზე. ცდილობდა დაერწმუნებინა პარტნიორები რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ვერ მიიღო მხარდაჭერა და მეორე მხრივ და იბრძოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

ასეთი ვითარების შემდეგ თბილისში შარლ მიშელი ჩამოვიდა და მოლაპარაკებები დაიწყო. ვთვლი, რომ მაშინ ოპოზიციამ სწორი ნაბიჯი გადადგა და პარლამენტში შევიდა და გააგრძელა პოლიტიკური ბრძოლა.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება გაცილებით რთული და მძიმეა. 2020 წელს საგარეო ფაქტორები გაცილებით სხვაგვარი იყო ვიდრე 2024 წელს. დღეს 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვითარება მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში სხვა საგარეო პოლიტიკური ვითარებაა.

ამას დაემატა ისიც რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ პიკს მიაღწია, ასე რომ ვითარება ბევრი თვალსაზრისითაა შეცვლილი. დღეს ოპოზიციას აქვს ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა. შედეგი კი ასეთია, დღეს „ქართული ოცნება“ მარტოა აღმოჩენილი. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყნის შიგნითაც არასტაბილური ვითარებაა. თუმცა, მოსახლეობის ფართო ფენებში რადიკალური განწყობები არაა. არ ვგულისხმობ მხოლოდ დემონსტრანტებს.

მიუხედავად ამისა არჩევნების შემდეგ ვითარება გვაქვს საკმაოდ რთული და შეიძლება ითქვას კრიზისულიც კი.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვითარება გაცილებით რთული და მძიმეა. 2020 წელს საგარეო ფაქტორები გაცილებით სხვაგვარი იყო ვიდრე 2024 წელს. დღეს 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვითარება მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში სხვა საგარეო პოლიტიკური ვითარებაა... დღეს ოპოზიციას აქვს ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა. დღეს „ქართული ოცნება“ მარტოა აღმოჩენილიბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორ გეგმებს დასახავს ოპოზიცია და რამდენად სწორად განავითარებს თავის გეგმას. ოპოზიცია პარლამენტში შესვლა არ აპირებს, მაგრამ, ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა გახსნას თუ პარლამენტი არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. პარლამენტი შეუდგება მუშაობას. პარლამენტი იქნება „კოჭლი“, მაგრამ, მაგრამ ეს მას საქმიანობის გაგრძელებაში ხელს არ შეუშლის.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა ყველა ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოცხადებას და პარლამენტის ახალი შემადგენლობის შეკრებას ელოდება. ოპოზიცია ამბობს რომ აქტიური საპროტესტო აქციებისთვის ემზადება.

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ „ერთობა-ნაცმოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ცესკოსგან პარტიული სიების ჩახსნა მოითხოვა. ცესკო-მ თქვა, რომ მას ამის უფლება არ აქვს. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საკითხში მოვლენები „ქართული ოცნების“ სცენარით განვითარდება.

გაქვთ მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ ცვლილებებს შეიტანს ისეთ თემაზე, როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით არჩევნების შედეგებზე გამოძიება?

- რაც შეეხება სიების ჩახსნას, სამართლებრივად ეს მთლად გამართლებული არაა და ხელისუფლება ამას გამოიყენებს. გამოიყენებს იმას რომ ცესკო ყველა არჩეულ დეპუტატს მანდატს გამოუწერს და პარლამენტში გადააგზავნის. პარლამენტი აღიარებს პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილებას. ამის შემდეგ ამ პარტიებს მოუწევთ იგივე პროცედურის გავლა, რაც ახლა გაიარეს. ანუ, ეს პროცედურა ისევ გასავლელი ექნებათ.

ამ პროცესების ფონზე ხელისუფლება აქტიურად ეწევა პროპაგანდას, რომ ოპოზიცია მაინც შევა პარლამენტში როგორც 2020-ში. ეს უფრო ოპოზიციის საწინააღმდეგო პროპაგანდას უფრო ჰგავს, ვიდრე ამ ეტაპზე ოპოზიციის მანდატებთან დაკავშირებით სამართლებრივად გამართულ პოზიციას.

რაც შეეხება იმას, რას იზამს ხელისუფლება. დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესი ვერ იქნება ცალკე განხილული ევროპასა და ამერიკაში მიმდინარე პროცესებისგან. აქ მნიშვნელოვანია რა როლს შეიტანს ამ პროცესებში აშშ-ს ახლად არჩეული პრეზიდენტი ტრამპი და ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს დასავლეთი კი არ მისცემს პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას, გვეყოლება კოჭლი პარლამენტი, მაგრამ, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ საერთაშორისო გამოძიებას არ დაუშვებს დასავლეთი კი არ მისცემს პარლამენტს არანაირ ლეგიტიმაციას, გვეყოლება კოჭლი პარლამენტი, მაგრამ, პარლამენტი გააგრძელებს მუშაობას თუ ვიფიქრებთ, რომ „ქართული ოცნება“ ვითარების განსამუხტად გადახედოს თავის პოზიციებს. ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიციები ექნება ტრამპს არა საქართველოს, არამედ უკრაინასთან, უფრო სწორად რუსეთთან მიმართებაში. იქნება ის მოსკოვთან რადიკალურად დაპირისპირებული თუ არა.

როცა ჩვენ ვამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსულის ანარეკლია, რაც ჩემი აზრით სწორი შეფასებაა, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი საგარეო პოლიტიკის „ქართული ანარეკლი“ რა ფორმას მიიღებს. 2025 წლის 25 იანვრიდან ტრამპის ადმინისტრაცია სრულად იქნება დაკომპლექტებული და სადღაც გაზაფხულზე ალბათ გამოჩნდება რა შეიცვლება ამ დამოკიდებულებაში. თუ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იქნა შემრიგებლური, „ქართული ოცნება“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ბევრს არაფერს არ შეცვლის.

შესაძლოა, მათი რიტორიკა ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ, პოლიტიკა არ შეიცვლება. თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული და სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს.

თუ ტრამპის პოლიტიკა რუსეთის მიმართ იქნა შემრიგებლური, „ქართული ოცნება“ საგარეო და საშინაო პოლიტიკაში ბევრს არაფერს არ შეცვლის. შესაძლოა, მათი რიტორიკა ოდნავ შეიცვალოს, მაგრამ, პოლიტიკა არ შეიცვლება. თუ ტრამპი რუსეთის მიმართ იქნა უფრო კატეგორიული სხვაგვარი ვითარება შეიქმნება, მაშინ, შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩამოყალიბდნენ იმაში, რომ მათ „ქართული ოცნების“ მიმართ თავიანთი პოლიტიკა ჩამოაყალიბონ. როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ხალხმრავალი აქციები უნდა იყოს როცა ცესკო არჩევნების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს და მაშინაც, როცა პარლამენტი შეკრებას გადაწყვეტს, მაგრამ, მანამდე ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ როგორია ჩვენი დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული დამოკიდებულება ჩვენი არჩევნებისა და საერთოდ საქართველოს მიმართ.

გააგრძელეთ კითხვა