"ჩემთვის ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია..." - რა მისწერა სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს და რას წერს უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე? - კვირის პალიტრა

"ჩემთვის ახლა უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილია..." - რა მისწერა სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდას“ მთავარ რედაქტორს და რას წერს უკრაინული მედია ექსპრეზიდენტის პირად ცხოვრებაზე?

"ორი ვაჟი პირ­ვე­ლი ცო­ლის­გან და ორი უკა­ნო­ნო ქა­ლიშ­ვი­ლი: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი“, - ამ სა­თა­უ­რით უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზესტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა“, - ასე იწყე­ბა სტა­ტი­ამ რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის ,მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მკი­თხველ­ში ყო­ველ­თვის დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და. და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი პა­ტიმ­რო­ბამ­დე ორი შვი­ლის მამა იყო, ახლა კი ოთხი ჰყავს.

უკ­რა­ი­ნულ­მა "ტე­ლეგ­რაფ­მა" გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბი და რა არის ცნო­ბი­ლი მათ შე­სა­ხებ.

რა არის ცნო­ბი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ1993 წელს ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გში სწავ­ლი­სას, ჰო­ლან­დი­ელ სან­დრა რუ­ლოვსს შეხ­ვდა. წყვილ­მა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე წი­თე­ლი ჯვრის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო და ქუ­თა­ისს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში სტუმ­რობ­და. სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის­თვის ის ნამ­დვი­ლი მხარ­დამ­ჭე­რი და კარ­გი მრჩე­ვე­ლი გახ­და, ის სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და. სან­დრამ ასე­ვე და­ა­არ­სა Soho Foundation, არა­სამ­თავ­რო­ბო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს, დევ­ნი­ლებს, მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რებს და მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბისან­დრას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვილს ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნა: ედუ­არ­დი (და­ი­ბა­და 1995 წელს) და ნი­კო­ლო­ზი (2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი). "ფე­ის­ბუქ­ზე" რამ­დე­ნი­მე თვის წინ სან­დრა რუ­ლოვსმა ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ გა­ი­ზარ­დნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი.

ნი­კო­ლოზ­მა სკო­ლა თბი­ლის­ში წელს და­ამ­თავ­რა. მისი ნათ­ლია, სხვა­თა შო­რის, უკ­რა­ი­ნის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები