"მოსადის" მეთოდებით უკრაინა რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრების ლიკვიდაციას ახდენს...
ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ოკუპირებულ და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის მთავარ ქალაქ სევასტოპოლში უკრაინის სპეცსამსახურები ეტყობა თავს როგორც სახლში ისე გრძნობენ და დემონსტრაციულად ახდენენ მორიგი რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრის ლიკვიდაციას...
დღეს,13 ნოემბერს სევასტოპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე დღისით-მზისით აფეთქდა ავტომობილი,რომელშიც მყოფმა მძღოლმა ქვედა კიდურების მძიმე დაზიანება მიიღო და სისხლის დიდი მოცულობის დაკარგვის შედეგად დაიღუპა...
დაღუპული აღმოჩნდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდებისა და კატარღების 41-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური პირველი რანგის კაპიტანი,47 წლის ვალერი ტრანკოვსკი...
მისი სახელი და გვარი უკვე დიდი ხანია შეტანილი იყო უკრაინული ინტერნეტ-საიტის „მიროტვორეცის“ ბაზაში, როგორც სამხედრო დამნაშავე, რომლის ბრძანებითაც 2022 წლის ივლისში გაშვებულმა „კალიბრის“ ფრთოსანმა რაკეტამ უკრაინულ ქალაქ ვინიცაში 29 მშვიდობიანი მოსახლე იმსხვერპლა.
ის, რომ ამ რუს მაღალჩინოსან სამხედრო მეზღვაურზე უკრაინის სპეცსამსახურები დიდი ხანია ნადირობენ,უდავოა,უბრალოდ საინტერესოა ვინ უფრო ცდილობს მიბაძოს ისრაელის „მოსადსა“ თუ „მატკალს“-უკრაინის უშიშროების სამსახური-მალიუკის „ეს-ბე-უ“ თუ ბუდანოვის სამხედრო დაზვერვა...
ფაქტია,რომ საკმაოდ მოხშირდა იმ კონკრეტული რუსი მაღალჩინოსანი სამხედროების ლიკვიდაცია უშუალოდ რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე,რომლებიც ბრალდებული არიან უკრაინის მოქალაქეების მიმართ ჩადენილი კონკრეტულ სამხედრო დანაშაულებისთვის...
20 ოქტომბერს რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ სუპონევოში ვაშლის ბაღში აღმოჩენილი იქნა მამაკაცის გვამი,რომელსაც თავში ჩაქუჩი ჰქონდა ჩარტყმული...
ის რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების შაიკოვკის 52-ე მძიმე ბომბდამშენების პოლკის(სწორედ ამ პოლკის Ту-22М3 ტიპის რაკეტმზიდ-ბომბდამშენები ბომბავდნენ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართულ ქალაქებს და ერთი მათგანი ჩამოვაგდეთ კიდეც)ესკადრილიის შტაბის უფროსი და სამხედრო მფრინავი დმიტრი გოლენკოვი აღმოჩნდა,რომელსაც ბრალდებოდა სამხედრო დანაშაულის ჩადენა- 2022 წლის 27 ივნისს უკრანული ქალაქის კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე Ту-22М3 რაკეტმზიდ-ბომბდამშენიდან Х-22 ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტის გაშვება,რასაც 22 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა,ასევე 2023 წლის 14 იანვარს ქალაქ დნეპრში საცხოვრებელ სახლზე რაკეტის მოხვედრა,რის შედეგადაც 46 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
16 ოქტომბერს რუსეთის სოლნეჩნოგორსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მელენკიში თავისი ავტომობილში რვა ტყვიით მოკლული იქნა რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს-„გე-ერ-უ“-ს 44 წლის ოფიცერი ნიკიტა კლენკოვი,რომელიც მონაწილეობდა „შაჰიდების“ კამიკაძე-დრონებისთვის უკრაინის ქალაქებში სამიზნეების მონიშვნაზე.
ყველაზე დიდი რეზონანსი კი გამოიწვია კრასნოდარის ერთ-ერთ პარკში 2023 წლის 10 ივლისს დილის ვარჯიშზე გამოსული ადამიანის მკვლელობის ვიდეოკადრებმა,როდესაც მას სხვა ადამიანი მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტიდან გასროლებით დაცხრილა...
როგორც შემდეგ გაირკვა,მოკლეს შავი ზღვის ფლოტის დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავის „კრასნოდარის“ ყოფილი მეთაური,მეორე რანგის კაპიტანი,42 წლის სტანისლავ რჟიცკი,რომლის წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა „კალიბრებმა“ უკრაინის ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი გამოიწვია.
ეს არის იმის არასრული ჩამონათვალი,თუ როგორ უსწორდებიან „მოსადის“ მეთოდებით უკრაინული სპეცსამსახურები იმ კონკრეტულ რუს მარალჩინოსან სამხედროებს,რომლებიც ბრალდებულნი არიან უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულებების ჩადენაში და როგორც ჩანს ეს სია კიდევ გაგრძელდება...
უბრალოდ,ჩვენ რა გვეთქმის,როდესაც ის სეპარატისტები და რუსი სამხედროები,რომლებმაც სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის,ისე ქართველი სამხედრო ტყვეების მიმართ,კვლავ დაუსჯელად დადიან ჩვენს დედამიწაზე...