"ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით..." - რა განაცხადა დონალდ ტრამპმა? - კვირის პალიტრა

"ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით..." - რა განაცხადა დონალდ ტრამპმა?

დონალდ ტრამპი ვაშინგტონში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელ“ წევრებს შეხვდა.

„ეჭვი მაქვს, რომ კენჭს აღარ ვიყრი, თუ თქვენ არ იტყვით, „ის იმდენად კარგია, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიფიქროთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ, დონალდ ტრამპი თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. დონალდ ტრამპის ცნობით, ჯო ბაიდენთან უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის საკითხები განიხილა.