მარინ ლე პენს იჭერენ - რა ხდება საფრანგეთში
საფრანგეთის "ეროვნული გაერთიანების" ლიდერი მარინ ლე პენი შესაძლოა, დააკავონ. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პროკურატურამ, ლე პენის წინააღმდეგ, ევროკავშირის თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, 5-წლიანი პატიმრობა მოითხოვა.
თუ ლე პენი დამნაშავედ სცნეს, ის ი 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მას იმავე ვადით საჯარო თანამდებობის დაკავება აეკრძალება.
პოლიტიკოსმა ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პროკურატურას სურს ფრანგებს მათთვის სასურველი პოლიტიკოსისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა ჩამოართვას.
„აბსოლუტურად არ მაქვს განცდა, რომ მე ჩავიდინე თუნდაც მცირე დარღვევა ან თუნდაც მცირე უკანონო ქმედება“, - აღნიშნა მარინ ლე პენიმ.
„ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენისა და მისი თანაპარტიელების წინააღმდეგ სასამართლო მოსმენა 30 სექტემბერს დაიწყო. მათ ბრალად ედებათ ევროკავშირის სახსრების გაფლანგვაში და ევროპარლამენტის წევრების ასისტენტების ფიქტიური დაქირავებით პარტიის ფარულად დაფინანსებაში.
მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით