"ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა..." - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი? - კვირის პალიტრა

"ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა..." - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოცილურ ქსელში დასავლეთის მისამართით პოსტს აქვეყნებს და საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“საფრანგეთში პოპულარობით მეორე პოლიტიკური ძალის ლიდერის დაჭერას აპირებენ;

გერმანიაში პოპულარობით მეორე პარტიის გაუქმებას;

ამერიკაში პრეზიდენტობის ოპოზიციურ კანდიდატს 561 წლით (ოღონდ მართლა) თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტად არჩევამ უშველა. პროკურორმა კი, რომელიც საქმეს იძიებდა, გადადგომა დააანონსა.

ამაზეა ნათქვამი: საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავდე და სხვისაში ბეწვს ეძებდე“, - წერს შალვა პაპუაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.