“საერთაშორისო გამოძიება შესაძლებელია. ამის ბევრი საშუალება არსებობს" - რას წერს ანა დოლიძე? - კვირის პალიტრა

“საერთაშორისო გამოძიება შესაძლებელია. ამის ბევრი საშუალება არსებობს" - რას წერს ანა დოლიძე?

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა.

“საერთაშორისო გამოძიება შესაძლებელია. ამის ბევრი საშუალება არსებობს და ჩვენ, ,,ძლიერი საქართველო” ვმუშაობთ იმისთვის, რომ ჩამოვიდეს საერთაშორისო გამოძიება. სწორედ მას შეუძლია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ყველა მტკიცებულებების ამოღება და შესწავლა. მათ შორის, ეს იქნება აპარატები თუ სხვა მტკიცებულება, მასვე შეუძლია დაკითხოს ყველა პირი და მოწმე, რომელსაც შემხებლობა ჰქონდა არჩევნების გაყალბებასთან.

საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და შესაბამისად, გვაქვს ის ურთიერთობა, რომ საქართველოში ეს მისია ჩამოვიდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს დროულად განხორციელდეს,“- წერს ანა დოლიძე.