სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის შენობის წინ ბარიკადები აღმართეს
სოხუმში მომიტინგეებმა ე.წ. პარლამენტის შენობის წინ ბარიკადები აღმართეს.
ცნობისათვის, სოხუმში მომიტინგეები დღეს ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ ასლან ბჟანია ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას არ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. მომიტინგეებმა „პარლამენტის“ ფანჯრები შეამტვრიეს და შენობაში შევიდნენ.
შეგახსენებთ, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.