ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს - კვირის პალიტრა

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „მთავრობა“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტს გაიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ბჟანიას „ადმინისტრაცია” დოკუმენტზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევა უნდა მოყვეს.

„მსგავსი გადაწყვეტილება რესპუბლიკაში ვითარების სტაბილზიებისთვის იქნა მიღებული“, - - ნათქვამია განცხადებაში.

აქამდე ოპოზიციამ ბჟანიას „პრეზიდენტის” თანამდებობიდან უპირობოდ გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. დემონსტრანტთა ნაწილი ოკუპირებული რეგიონის „პარლამენტში” შეიჭრა.

IPN