ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა - რას წერს Süddeutsche Zeitung
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თითქმის 2 წლის განმავლობაში პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სატელეფონო საუბარი, რომლის შესახებაც მხარეებს ოფიციალურად არ განუცხადებიათ, „პარასკევს დიდი მომზადების შემდეგ შედგა”. საუბრის დეტალების შესახებ არც მოსკოვში, არც ბერლინში ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, შოლცსა და პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის 2 დეკემბერს შედგა.
IPN