"შეუშვით" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია - კვირის პალიტრა

"შეუშვით" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კარი სტუდენტებისთვის ჩაკეტილია - ამ ინფორმაციას ავრცელებს თსუ-ს სტუდენტების ნაწილი.

შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი უნივერსიტეტში საორიენტაციო შეხვედრას ატარებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოეხატათ ბათუმელი სტუდენტებისთვის სოლიდარობა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “შეუშვით”.

სტუდენტების მხარდასაჭერად ასევე "დაიტოვეს" წევრებიც და მოქალაქეებიც მივიდნენ.

„თსუ-ს სტუდენტებს გვქონდა საორიენტაციო შეხვედრა იმისთვის, რომ გაგვერჩია, როგორ გამოგვეხატა სოლიდარობა ბათუმელი სტუდენტების მიმართ. არაფერს არ ვაპირებდით, უბრალოდ უნივერსიტეტში გვინდოდა შესვლა, რომ საერთო ფოტო გადაგვეღო და რაღაც დაგვეწერა. არც გამაგრებას და არც პიკეტირებას არ ვაპირებდით და აღმოჩნდა, რომ კარი ჩაკეტილია 10 სტუდენტისთვის, რომელსაც დროშა უკეთია და აქციიდან მოდიან. არც ლექტორები არ შეუშვეს, რატომღაც აღმოჩნდა, რომ ამ დროს უნივერსიტეტი იკეტება.

ჯერ გვითხრეს, რომ რაღაც კლიპს იღებენ და ვერ შეგვიშვებენ, მერე გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი იკეტება”, - განაცხადა თსუ-ის სტუდენტმა, ანანო სანიკიძემ.

უნივერსიტეტის ეზოში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

IPN