"ხვალ, ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს - ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის"
ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ, ასე გააპარებენ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოიძე საზოგადოებას ხვალ ცესკოს შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს
„ხვალ ცესკო აჯამებს საბოლოო ოქმს. თან, ფეხბურთია და იმედი აქვთ ასე გააპარებენ. ხვალ, ცესკოს წინ არის ადგილი შეკრების და ბრძოლის. 11 საათზე! მართლა ქურდები”, - წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცესკოში განუცხადეს, სხდომა ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული, თუმცა არ აკონკრეტებენ დღის წესრიგს.
IPN