"60 ათასი ლარი შეგროვდა და... ნიაკომაც გაიღვიძა და თათულიც მოფხიზლდა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე დაშავებულ დებზე
მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ავარიის შედეგად დაშავებულ დებს. შემთხვევა ოქტომბერში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ. მაშინ თვითმხილველები ამბობდნენ, რომ "ბავშვები ექსკურსიის მარშუტკიდან ჩამოვიდნენ და გზაზე გადასვლას რომ ცდილობდნენ, მანქანა მაშინ დაეჯახათ".
გოგონების დასახმარებლად უკვე რამდენიმე დღეა სრულიად ერი გაერთიანდა და საზოგადოების დახმარებით 60 ათასი ლარი შეაგროვა, რომელიც გოგონების დედას გადაურიცხა.
გოგონების დედა სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს და წერს:
"მზის გოგონები, ნიაკომაც გაიღვიძა. თათულიც მოფხიზლდა
ხომ ვიძახდი მზის გოგონები არიან-თქო" - წერს გოგონების დედა.