დათანხმდა თუ არა ასლან ბჟანია გადადგომას? - რა ხდება ამჟამად აფხაზეთში და რას აცხადებს ადგურ არძინბა? - კვირის პალიტრა

დათანხმდა თუ არა ასლან ბჟანია გადადგომას? - რა ხდება ამჟამად აფხაზეთში და რას აცხადებს ადგურ არძინბა?

ასლან ბჟანია არ დათანხმებულა გადადგომას, მოლაპარაკებებში პაუზაა, - ამის შესახებ აფხაზმა ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ განაცხადა.

„პრეზიდენტთან ერთად საუბარია ვიცე-პრეზიდენტზე, პრემიერ-მინისტრზე [მათ გადადგომაზე]. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად გასაგებია. ამ ეტაპზე დეპუტატები უკვე რამდენჯერმე შეხვდნენ მას [ბჟანიას]. ის, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კიდევ ცოტა დროს ითხოვს, მოსაფიქრებლად და ასე შემდეგ. ისეთი პროცესი მიმდინარეობს, რაღაცნაირი პაუზაა, როგორც ჩანს იქ, ერთმანეთში თათბირობენ,” - განაცხადა არძინბამ.

ცნობისთვის, პარალელურად მედიაში აფხაზ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით ინფორმაცია ვრცელდება, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია ოპოზიციის მისი გადადგომის შესახებ მოთხოვნას დათანხმდა.

IPN