"ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით!" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ცესკოში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.
ის ასევე მხარდაჭერას უცხადებს დღევანდელ აქციაზე დაკავებულ პირებს.
„ვამაყობ ჩემი თანამებრძოლით, დავით კირთაძით! ჩემი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა უმაგრეს გიორგი ლიფონავასა და ყველა დაკავებულს!" - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც არჩევნების შედეგებს აჯამებდნენ, ხმაური იყო. ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს "შავი ლაქა" უწოდა და შავი საღებავი შეასხა.
ამასთან, დღეს გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.