რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროცესებზე? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მედია ოკუპირებულ სოხუმში მიმდინარე პროცესებზე?

ოკუპირებულ სოხუმში მომიტინგეები ე.წ. სამთავრობო შენობებთან გაჩერებულ ტექნიკას ე.წ. თავდაცვის სამინისტროს უბრუნებენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ტექნიკა 15 ნოემბერს ე.წ. პარლამენტის შენობისკენ იმ მიზნით გადაისროლეს, რომ "ოპოზიციის“ მხარდამჭერებს შენობაში არ შეეღწიათ, თუმცა, აქციის მონაწილეებმა სწორედ მისი დახმარებით გაარღვიეს ღობე. შედეგად, ტექნიკა ორი დღის განმავლობაში ე.წ. პარლამენტის წინ იდგა და შენობის მისადგომებს ბლოკავდა.

აქციის მონაწილეების თქმით, ტექნიკის დაბრუნებაზე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, უკვე მესამე დღეა აფხაზეთის „ოპოზიციას“ ე.წ. „პრეზიდენტის“, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში „სამთავრობო“ შენობების კომპლექსი აქვს დაკავებული.

"ინტერპრესნიუსი"