თბილისში პოლიციელი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი? - კვირის პალიტრა

თბილისში პოლიციელი დაჭრეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში, საბურთალოზე, საკუთარ სახლთან წუხელ, გვიან ღამით პოლიციელი შაკო ფერაძე დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს ვეძისში საკუთარ სახლთან ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ესროლეს. შაკო ფერაძე წყნეთის პოლიციის განყოფილებაში მუშაობს. დაჭრილი სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა და ის ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც უწყებაში ამბობენ, .შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ასევე 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. ვინ ჩაუსაფრდა და რატომ ესროლეს პოლიციელს საკუთარ სახლთან, ეს სამართალდამცავებმა უნდა გაარკვიონ. არსებული ინფორმაციით, პოლიციელზე თავდამსხმელი ორი პირი იყო. ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლა გაიგეს. ღა ვერსიებზე მუშაობს პოლიცია, ჯერჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.