შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გოლი გაუტანა - კვირის პალიტრა

შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გოლი გაუტანა

17 ნოემბერს, "აიაქსის" ლეგენდებმა" მადრიდის "რეალის" ლეგენდები 2:1 დაამარცხეს. პირველ ტაიმში ამსტერდამელთა რიგებიდან თავი შოთა არველაძემ გამოიჩინა და ნიდერლანდური გუნდი დააწინაურა.

შოთამ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, არველაძე "აიაქსის" ღირსებას 1997/2001 წლებში იცავდა, რა დროშიც 124 ოფიციალურ მატჩში 72 გოლის გატანა მოახერხა.

sportall.ge