"დაუმორჩილებლობის აქტი იყო გუშინდელი დღე..." - რას აანონსებს ნიკა მელია?! - კვირის პალიტრა

"დაუმორჩილებლობის აქტი იყო გუშინდელი დღე..." - რას აანონსებს ნიკა მელია?!

„ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესი ფაზაა საპროტესტო მოძრაობისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ძალას იკრებს. ბრძოლის მუხტი სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ამას თავისი კონკრეტული საფუძველი აქვს", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

" ხელისუფლება არის არალეგიტიმური, რომლის მიერ ჩატარებული არჩევნები არ არის აღიარებული საერთაშორისო, ჩვენი საუკეთესო პარტნიორების მხრიდან, არც დიდი ბრიტანეთის, არც აშშ-ის, არც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღიარებს, არც ოპოზიცია არ აღიარებს, არცერთი სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფი არ აღიარებს. შესაბამისად, ორმაგ იზოლაციაშია ეს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. არალეგიტიმურ ხელისუფლებას მოქალაქეები არ ემორჩილებიან და ეს დაუმორჩილებლობის აქტი იყო გუშინდელი დღე, რომელიც გაგრძელდება მანამ, სანამ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება. ეს არის მიზანი, რომლისკენაც ვმოძრაობთ. ეს ბრძოლა სხვა ფაზაში გადავიდა, დღეს ჭავჭავაძის გამზირზე არ შენელდება და კიდევ უფრო და უფრო მოიცავს თბილისის ბევრ სხვა, მნიშვნელოვან გამზირს და ქუჩას. სხვა გზა არ დატოვა ამ ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ ყველაზე დემოკრატიული ინსტრუმენტი - ქუჩა. ვფიქრობ, როცა ამომრჩევლის ნება არ არის ასახული არჩევნების შედეგებში, მისი ნება უნდა აისახოს ქუჩებში, გამზირებზე და მოედნებზე. ამ პროცესს არაფერი შეაჩერებს, გარდა ახალი არჩევნებისა“, - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"