"ყველა პროტესტს აქვს მნიშვნელობა, ერთკაციანსაც კი - ეს არის ხალხის თავისუფალი ნება"
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელიც სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა დაგეგმეს, გუშინ მომღერალი მერაბ სეფაშვილი შეუერთდა.
“ყველა პროტესტს აქვს მნიშვნელობა. ელემენტარულს - ერთკაციანსაც კი. ეს არის ხალხის თავისუფალი ნება ხალხის და პროტესტი. ერთი ადამიანიც კი, როდესაც აპროტესტებს, მას აქვს მნიშვნელობა.
ჩვენ მოქალაქეები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას. აქ არის სხვა რაღაცაზე ლაპარაკი ხომ? აქ არის შენი ხმის დაცვაზე და შენს მოქალაქეობრივ ვალზე ლაპარაკი. ასე რომ, ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ახალგაზრდები არიან მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვნები", - განაცხადა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გუშინ თსუ-ს პირველ კორპუსთან 24 საათიანი საპროტესტო აქცია დაგეგმეს და ვაკეში კარვები გაშალეს. პარალელურად აქცია მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე.