"როგორ ვერ გაერთიანდით ერთხელ მაინც?! რაც მასწავლებლები, ის სტუდენტები და ის ხელოვნება" - ვის აკრიტიკებს დათა თავაძე?
მსახიობი და რეჟისორი დათა თავაძე სოციალურ ქსელში იმ სტუდენტებს აკრიტიკებს, ვინც საპროტესტო აქციებს არ უერთებიან:
"როგორ ვწუხვარ, თეატრალურს, კონსერვატორიას და აკადემიას მეტის @@@@@ რო არ აღმოგაჩნდათ…
არ გეგონოთ, ცალკეულ სტუდენტებს ვერ ვხედავდე და ვერ ვამჩნევდე სამივე სასწავლებლიდან, ძაან კაია, მარა როგორ ვერ გაერთიანდით ერთხელ მაინც…
რაც მასწავლებლები, ის სტუდენტები და ის ჩა@@ული ხელოვნება, საბოლოო ჯამში.
მოსაწყენია, სხვა თუ არაფერი.
და ხო, ძაან ტეხავს".
დათა თავაძე ასევე წერს:
"სულ ცოტა ხნის წინ გადავეჩვიე ამ მექანიკურ ფიქრს: “ჰო-ჰო, ეს თემურთან უნდა გადავამოწმო!” - ერთხელ ხმამაღლა წამომცდა, მერე ცოტა ვიტირე. არა უშავს.
მის “არ ყოფნას” ყოველ დღე ვაწყდები, ვცდილობ ვისწავლო უმისობა, მაგრამ თან არ მინდა. ძალიან ცოტა ადამიანისგან მიგრძვნია იმხელა ნდობა, რაც მისგან - ეს მაძლიერებდა, ახლაც მაძლიერებს, ამ ბრძოლაშიც...…
იმიტომ რომ, ყველა ის მოგონება ტერორზე, ცენზურაზე, რეპრესიებზე, დაკარგულ ახლობლებზე, გახლეჩილ, შეშინებულ საზოგადოებაზე, დადუმებულ, ან მოკლულ ხელოვანებზე, უმომავლობის განცდაზე, ტყუილზე, ცილისწამებაზე, ენატანიობაზე, ღალატზე, რასაც ჩხეიძე, ან ჟორდანია მიყვებოდნენ, სადღაც ხომ უნდა წავიღო? რაღაც ხომ უნდა ვუყო? რაღაცისთვის ხომ მიყვებოდნენ?
აბა, რისთვის ვატარო ეს სხვისი შიში, სხვისი ტკივილი?ჩვენ დღეს ვამბობთ, “აღარასოდეს!”და მორჩა!ჩხეიძემ არაერთ ქართველ ავტორს დაუბრუნა წართმეული ხმა - ის ხმა, რომელიც რეჟიმმა წაართვა -
დღეს 18 ნოემბერია - ხმის დაბრუნების დღე! - თემურ ჩხეიძის დაბადების დღე".