"არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სამ­ყა­რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბა­ში ზურ­გი შე­აქ­ცი­ოს და მისი სიმ­პა­თი­ე­ბი აფხა­ზე­ბის მი­მართ გა­და­ი­ხა­როს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სამ­ყა­რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბა­ში ზურ­გი შე­აქ­ცი­ოს და მისი სიმ­პა­თი­ე­ბი აფხა­ზე­ბის მი­მართ გა­და­ი­ხა­როს" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მა­უ­რე­ბა:

"აფხა­ზებ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს საქ­მე გა­ა­კე­თეს რუ­სე­ბის კო­ლო­ნი­ზა­ტო­რუ­ლი კა­ნო­ნის დაბ­ლოკ­ვით. რუ­სე­ბი პირ­ველ რიგ­ში და­ცა­რი­ე­ლე­ბულ გალ­ში, ოჩამ­ჩი­რე­ში და გულ­რიფ­ში აპი­რებ­დნენ ჩა­სახ­ლე­ბას"

იგი აღნიშნავს, რომ აფხა­ზე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში არის ერთი საფრ­თხე...

"თუმ­ცა აფხა­ზე­ბის გა­მარ­ჯვე­ბა­ში არის ერთი საფრ­თხე - თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბრძო­ლით და­სავ­ლე­თის სიმ­პა­თია მო­ი­პო­ვონ და ეს უბ­რა­ლოდ გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს, ჩვე­ნი ბრძო­ლა და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ვიყ­ვა­ნოთ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე.

წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბობს საფრ­თხე, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა სამ­ყა­რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთლი­ა­ნო­ბა­ში ზურ­გი შე­აქ­ცი­ოს და მისი სიმ­პა­თი­ე­ბი აფხა­ზე­ბის მი­მართ გა­და­ი­ხა­როს, თუნ­დაც ეს არ გვი­ტო­ვებს უკან­და­ხე­ვის შანსს", - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.