"ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს - კვირის პალიტრა

"ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს" - გერმანიის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე განცხადებას ავრცელებს:

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ზურგს აქცევს.

ამასთან გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში მოწოდებაა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ.

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს საქართველოს ხელისუფლება. ასევე, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევები დაფიქსირდა. ჩვენი მოწოდება ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებაა. ასევე, საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობა უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"