"მთავრობის კურსი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს" - რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი?
საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ევროპული გზიდან დაშორების ერთ-ერთ მაგალითად საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაასახელა.
„ქართველ ხალხს, მინდა გავიმეორო ის, რაც შარშან ვთქვი საქართველოში ვიზიტის დროს: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი, როცა საქმე კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ფუნდამენტურ პრინციპებს ეხება, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
"ინტერპრესნიუსი"