მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო, დაკავებულია რამდენიმე პირი
მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. ის მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდა და მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა "მთავარი" არხის ოპერატორი.
იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების მცდელობაც.
სავარაუდოდ, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი.
შემდეგ სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს. აქციის მონაწილეები კი კვლავ გამზირზე რჩებიან და აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. ადგილზე იმყოფებიან ასევე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, წევრები და აქტივისტები.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე აქციის დაშლისას სამართალდამცავებმა მათი კოალიციის რამდენიმე წევრი დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულს შორისაა კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე საბა ცხვიტარიძე.
სამართალდამცავებმა დააკავეს მათი წევრი რეზი დუმბაძე.
გარდა დაკავებულებისა, სავარაუდოდ, ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შედეგად დაშავებულია პარტია „ახალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
IPN