“პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ... არაერთ მსგავს შეურაცხმყოფელ საქციელს სჩადიან აქციის მონაწილეები“ - რა განაცხადა ვაჟა სირაძემ?
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებმა პოლიციის თანამშრომლებს დრონებით საღებავები დაასხეს.
“არაერთ მსგავს შეურაცხმყოფელ საქციელს სჩადიან აქციის მონაწილეები.
ირონიულად არ უნდა მეკითხებოდეთ, თქვენ გული უნდა შეგტკიოდეთ ქართულ პოლიციაზე და ძალიან დიდი სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ამას კადრულობენ, რომ პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ,“ - მიმართა სირაძემ “ტვ პირველის“ ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ დეტალების გამხელა სთხოვა.
მისი თქმით, სხვა კონკრეტული სამართალდარღვევების განხილვას მოგვიანებით, სასამართლოში გააგრძელებენ. გააგრძელეთ კითხვა