დღევანდელ აქციაზე 16 პირი დააკავეს - 3 ხელწერილით გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

დღევანდელ აქციაზე 16 პირი დააკავეს - 3 ხელწერილით გაათავისუფლეს

თბილისში, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე აქციაზე, დღეს დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯამში, 16 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, 16-ივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, დაკავებულებიდან, ამ დროისთვის, 3 პირი ხელწერილითაა გათავისუფლებული.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ჭავჭავაძის გამზირზე წუხელ ღამე გაათენეს, სამართალდამცავებმა დაშლისკენ დღეს გამთენიისას მოუწოდეს. სამართალდამცავებმა დაშალეს მომიტინგეების კუთვნილი კარვებიც. იყო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც.

"ინტერპრესნიუსი"