რას მოუწოდებს გიორგი ვაშაძე პოლიციელებს - "გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას!" - კვირის პალიტრა

რას მოუწოდებს გიორგი ვაშაძე პოლიციელებს - "გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას!"

პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით - თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე - არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! - ასე მიმართა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მელიქიშვილის გამზირზე მყოფ სამართალდამცავებს.

როგორც ვაშაძემ მიმართვისას აღნიშნა, გამზირზე მყოფი პოლიციელთა რაოდენობა, მათ მიერ „გამოხატული პროტესტის ფორმას არ შეესაბამება“.

„რატომ კეტავთ გზას? გზა რატომ გაქვთ დაკეტილი, შეგიძლიათ გვითხრათ? თქვენი რაოდენობა არ შეესაბამება თქვენ მიერ გამოხატული პროტესტის ფორმას. თქვენ ახლა პროტესტს გამოხატავთ, მელიქიშვილი გაქვთ დაკეტილი და გეკითხებით - რატომ გაქვთ დაკეტილი? ვინ გაიძულათ, რომ დაკეტოთ? თუ შეიძლება გადადით ტროტუარზე და თუ რამეს აპროტესტებთ, გააპროტესტეთ ტროტუარზე. აქ გზას ტყუილად ნუ კეტავთ. ხომ ემხრობით, რომ გადავიდნენ [ტროტუარზე]? პოლიციელებო, გთხოვთ გადახვიდეთ ტროტუარზე, ნუ კეტავთ გზას! მოქალაქეებს გადაადგილების პროცესში პრობლემას ნუ უქმნით. არ შეიძლება ქალაქის პარალიზება! მინდა, ჟურნალისტებმა დააფიქსირონ, როგორ უკეტავენ პოლიციელები მოქალაქეებს გზას, როგორ აქვთ დაკეტილი მელიქიშვილის გამზირი”,- აღნიშნა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"