რუსეთის წყალქვეშა დივერსიები ნატოს წინააღმდეგ - მოსკოვი რაკეტებით რუსეთზე დარტყმების ამერიკულ ნებართვას პასუხობს?!
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ნახევარი წელი არ აძლევდა უკრაინელებს ნებართვას, რომ ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განეხორციელებინათ დარტყმები, ისიც გახლდათ, რომ თეთრ სახლში უფრთხოდნენ კრემლის საპასუხო ნაბიჯებს, მათ შორის, რუსულ დივერსიებს აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების სტრატეგიულ ობიექტებზე...
და ეს შიში, მგონი მართლდება - ჯერ უკრაინას არც კი გამოუყენებია აკრძალვის მოხსნა ამერიკული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისკენ გაშვებაზე და უკვე ზედიზედ გამოდის მწყობრიდან ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ორი წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი ბალტიის ზღვაში...
პირველი დაზიანება მოხდა კვირას, 17 ნოემბერს დილით, როდესაც ლიეტუვასა და შვედეთის კუნძულ გოტლანდს შორის ბალტიის ზღვის ფსკერზე ჩადებული 218 კმ სიგრძის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი გამოვიდა მწყობრიდან...
მეორე ინციდენტი რამდენიმე საათში,ორშაბათს, 18 ნოემბრის ღამეს განმეორდა-ფინეთისა და გერმანიას დამაკავშირებელი 1 200 კმ-იანი წყალქვეშა კაბელი გადაჭრილი იქნა შვედეთის კუნძულ ელანდის სიახლოვეს...
წყალქვეშა კაბელების დაზიანება ხანდახან მართლაც ხდება, როდესაც რომელიმე გემის მიერ ჩაშვებული ღუზა წამოედება ხოლმე, მაგრამ ერთმანეთის მიყოლებით ორი მნიშვნელოავნი ოპტიკურბოჭკოვანი კავშირგაბმულობის კაბელის, რომელთა საშუალებითაც ნატოს წევრ ქვეყნებს ერთმანეთთან საიდუმლო ოპერატიული კავშირი აქვთ დამყარებული, მწყობრიდან გამოსვლა შემთხვევითობა სულაც არ არის...
ეს ქმედები დიდი ალბათობით უკავშირდება ამერიკული მხარის გადაწყვეტილებას, უფლება მისცეს უკრაინელებს ამერიკული ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე რუსეთის ტერიტორიაზე(რომელსაც გუშინ ღამე დაემატა საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის განცხადებაც, რომ ისიც თანახმაა ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტების უკრაინიდან რუსეთისკენ გაშვებაზე, რჩება დიდი ბრიტანეთის პოზიციის გარკვევა-დაუჭერს თუ არა ლონდონი მხარს ვაშინგტონისა და პარიზის ამ გადაწყეტილებებს და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით კიევს მისცემს თუ არა უფლებას რუსეთზე შესატევად) და არც ისაა შემთხვევითი ,რომ ეს შესაძლო რუსული დივერსიული მოქმედებები სწორედ ბალტიის ზღვაში განხორციელდა და არა სხვაგან...
საქმე ისაა, რომ სწორედ ბალტიის ზღვის ფსკერზე 2022 წლის 26 სექტემბერს აფეთქებული იქნა „ჩრდილოეთ დინების“ და „ჩრდილოეთ დინება-2“-ის წყალქვეშა მილსადენები, რომლებითაც რუსეთს ბუნებრივი გაზი უნდა მიეწოდებინა გერმანიისთვის.
მოსკოვში მიაჩნიათ(შეიძლება არც თუ უსაფუძვლოდ), რომ ეს წყალქვეშა აფეთქებები დასავლეთისა და უკრაინის დივერსანტებმა ერთობლივი ძალისხმევით განახორციელეს, რათა რუსეთს არ შეძლებოდა გაზის მიწოდება გერმანიაში და ევროპა აღარ ყოფილიყო დამოკიდებული შედარებით იაფ რუსულ გაზზე, რის სანაცვლოდ, ის დიდ პოლიტიკურ ხარკს უხდიდა კრემლს, როგორც ეს გერმანიის ყოფილი კანცლერის მერკელის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა...
გაგრძელდება თუ არა რუსული დივერსიები დასავლეთის კონკრეტულ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე და ობიექტებზე?
ალბათ,დიახ,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც უკრაინელები აქტიურად დაიწყებენ ამერიკული ბალისტიკური და ევროპული ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის, თუნდაც ჯერ კურსკის ოლქის სიღრმეში, საჰაერო დარტყმების შესრულებას...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის ძალზე გასაიდუმლოებული სტრუქტურა-„გუგი“-ღრმა წყალქვეშა კვლევების მთავარი სამმართველო, რომელსაც სხვანაირად რუსეთის სამხედრო ფლოტის „წყალქვეშა სპეცრაზმსაც“ უწოდებენ.
რუსული „გუგი“-ს აღჭურვილობაშია სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა ნავები და ბატისკაფები,რომელთა საშუალებითაც რუსეთის გენშტაბის ოპერატიულ სამმართველოს შესწავლილი აქვს თითქმის ყველა იმ წყალქვეშა კავშირგაბმულობის კაბელის ადგილსამყოფელი,რომლებითაც ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს უკავშირდებიან,ასე,რომ არავითარ ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენდა ბალტიის ზღვაში გამავალი კაბელების მწყობრიდან გამოყვანა...