"სად გაქრა საქართველოდან გატანილი 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში „ჩარჩა“, რადგან..." - რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე - კვირის პალიტრა

"სად გაქრა საქართველოდან გატანილი 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში „ჩარჩა“, რადგან..." - რა ინფორმაციას ავრცელებს რომან გოცირიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილის გაყიდვას სანქციების გვერდის ავლად აფასებს.

როგორც გოცირიძე განმარტავს, საქართველოდან რეექსპორტის სახით გაყიდული ავტომობილები რუსეთში „ჩარჩა“.

„საქართველოს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ათ თვეში საქართველოდან ყირგიზეთში რეექსპორტის სახით გაიყიდა 964 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. ყირგიზეთის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან ამ ქვეყანაში შევიდა დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი. სად გაქრა 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელი? რუსეთში “ჩარჩა” რა თქმა უნდა, რადგან ყირგიზეთში რუსეთის გავლით შედის მანქანები.

ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლას ნიშნავს, თანაც აშკარა ფორმით. ყირგიზეთში რომ შესულიყო და მერე რუსეთში დაებრუნებინათ, სამართლებრივად რაღაც გამართლება შეიძლება ჰქონოდა. ამაზეც არც კი იწვალეს“, - წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქზე”.

ინფორმაციისთვის, „საქსტატის“ ცნობით, იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 19 025.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5%-ით მეტია. ყირგიზეთი (1 047.8 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (714.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (611.0 მლნ. აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.6 პროცენტი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"