250,3 ათასი დოლარის ღირებულების დაჯავშნული მანქანა, სუპერჯეტი, ბინები მოსკოვსა და სოჭში - რა ქონებით ტოვებს ასლან ბჟანია „პრეზიდენტის“ პოსტს
დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია „თანამდებობას“ ტოვებს, რასაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს.
ინფორმაციას რუსული მედია ბჟანიას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
რა ქონებით მიდის ბჟანია თავისი ფაქტობრივი პოსტიდან?!
აფხაზურ Telegram-არხებსა და სოციალურ ქსელში ქვეყნდება ბჟანიას ქონების სია, რომელიც მას დეკლარირებული არ აქვს. კერძოდ, ის არის სასტუმროს მფლობელი სოხუმის მაიაკის რაიონში. ასევე, ფლობს 25 მლნ რუბლის (250,3 ათასი დოლარის) ღირებულების დაჯავშნულ SUV-ს, ანუ ყველგანმავალ Toyota Land Cruiser 300-სა და 18 მილიონ რუბლის (180,2 ათასი დოლარის) Lexus 570-ს. ამასთან, ქვეყნდება ინფორმაცია მისი 12 მლნ რუბლის (120,1 ათასი დოლარის) ღირებულების სუპერჯეტზე.
რაც შეეხება დეკლარირებულ ქონებას, ბჟანიას ავტომობილებიდან დეკლარაციაში შესულია მხოლოდ Mersedes Benz S600. ასევე, 2014 წელს, როცა დე ფაქტო უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ბჟანიას დეკლარირებული აქვს კიდევ ერთი დაჯავშნული ავტომობილი, Chevrolet Suburban პარაბოლური ანტენით, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ სამი არსებობდა. აქედან ორი აშშ-ის პრეზიდენტებს ეკუთვნოდა, ხოლო მესამე ბჟანიამ გადაყიდვის სისტემით შეიძინა. გააგრძელეთ კითხვა