ასლან ბჟანიას პოლიტიკური "პანაშვიდი" - "კაგებედან" მთავარ მარიონეტამდე, სანატორიუმის დირექტორის შვილი ცოლად და აბსურდული განცხადებები საქართველოზე - კვირის პალიტრა

ასლან ბჟანიას პოლიტიკური "პანაშვიდი" - "კაგებედან" მთავარ მარიონეტამდე, სანატორიუმის დირექტორის შვილი ცოლად და აბსურდული განცხადებები საქართველოზე

ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თანამდებობა დატოვა და ახლა მას ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა შეცვლის. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა.

1045070809-0-0-1719-2500-600x0-80-0-1-b8babcaca5182a8aa6e60f4a108e617b-1732029156.jpg
ფოტო საოჯახო ალბომიდან, წყარო: sputnik-abkhazia.ru

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ გადადგომაზე თანხმობა განაცხადა. თანამდებობას ასევე ტოვებს ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის ე.წ. სამთავრობო შენობები უნდა დატოვონ...

1045070831-0-0-1408-2500-600x0-80-0-1-70c90e211a098e5fb5b718097028d428-1732029156.jpg
ფოტო საოჯახო ალბომიდან, წყარო: sputnik-abkhazia.ru

ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური ლიდერი 1963 წელს 6 აპრილს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში დაიბადა. სოფელში სკოლისა და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1991 წელს მან საბჭოთა კავშირის კაგებეს უმაღლესი კურსები დაასრულა. 1991 -1992 წლებში კი აფხაზეთში КГБ-ში მუშაობდა.

1045070760-0-0-1608-2500-600x0-80-0-1-7a0c1aabf545aeba1f88c4cff0c4cd91-1732029156.jpg
ფოტო საოჯახო ალბომიდან, წყარო: sputnik-abkhazia.ru

ომის პერიოდში ის გუდაუთაში უსაფროების სამსახურში მუშაობდა. 1999 წლიდან 2008 წლამდე ბჟანია რუსეთში კომერციული საქმიანობით იყო დაკავებული, 2010 წელს კი რუსეთში აფხაზეთის ე.წ. საელჩოში დანიშნეს.

2010 წლიდან 2014 წლამდე ის ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. 2020 წლის 23 აპრილს კი ასლან ბჟანია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად დანიშნეს.

ბჟანია და საქართველო

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი საქართველოს მიმართ საკმაოდ მკაცრი განცხადებებით გამოირჩეოდა.

„ეხო კავკაზას“ ცნობით, ცოტა ხნის წინ ბჟანია მოსკოვში თავად ვლადიმერ პუტინმა მიიწვია.

აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განცხადება გააკეთა:

„რუსეთ-აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობები ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - აღნიშნა პესკოვმა, რითაც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაწყებულ აქციებს გამოეხმაურა.

1048455153-0-0-3072-1728-1920x0-80-0-0-d8ed2e4886de66f19d4d68389d788563-1732029156.jpg

როგორც ბჟანიამ ერთხელ განაცხადა, ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსეთი ერთადერთი ფანჯარაა მსოფლიოში:

“ოკეანეში ჩაკარგული კუნძული არ ვართ, რომელიც ბუნების სტიქიურ ძალებთან ერთი-ერთზეა დარჩენილი.

დამოუკიდებელ აფხაზეთს ჰყავს მეგობრები, თუნდაც ისინი არც ისე დიდი რაოდენობით არიან, ჰყავს მეზობლები და მოკავშირეები, და მათ შორის არის ქვეყანა, რომელიც ერთდროულად ჩვენი საუკეთესო მეგობარია, საუკეთესო მეზობელია, ხოლო დღეისთვის ჩვენი ერთადერთი ფანჯარაცაა მსოფლიოში. ეს რუსეთის ფედერაციაა, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი თვითგამორკვევის უფლება, საკუთარ სახლში ცხოვრების და საკუთარ ენაზე საუბრის, საკუთარი კულტურისა და ეკონომიკის განვითარების უფლება”, - განაცხადა ბჟანიამ.

საინფორმაციო სააგენტო Tass-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურდა:

„ზოგადად, ჩვენ გვსურს, რომ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა გვქონდეს.

შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხის მიმართ ანტაგონისტურად არ ვართ განწყობილი. ჩვენ პრეტენზიები მათ მიმართ გვქონდა, ვინც ომი დაიწყო და ამ ომში მიიღო მონაწილეობა.

ამან ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. დღეს დამოუკიდებელი აფხაზეთი არსებობს, რომლის დამოუკიდებლობას მხარს რუსეთის ხელისუფლება და რუსი ხალხი უჭერს. ჩვენ განვითარების ჩვენი გზა გვაქვს და მას მივყვებით. ასევე, ჩვენ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობებით ვართ დაინტერესებული. ეს ერთი ამბავია. მეორე ამბავი კი ის არის, რომ ჩვენ გვესმის, თუ რამდენად რთულია ეს.

ჩვენ რამდენიმე მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი ასობით წლის განმავლობაში არსებული რეალობის მისაღებად მზად არ იყო. მაგალითად, დღეს სალონიკის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენებს ახორციელებენ. კონსტანტინოპოლი ბერძნული მართლმადიდებლური ქალაქი იყო, ახლა ეს ასე აღარ არის. როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამას გაიგებენ, მაშინ ნორმალური ურთიერთობების დამყარების პროცესი სხვა დინამიკას მიიღებს“, - აღნიშნა ბჟანიამ ინტერვიუში.

ოჯახი

ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი პროზიდენტის ოჯახის შესახებ ინტერნეტში ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება.

1045070897-0-0-2048-2408-600x0-80-0-1-bbabf8a99dc9293cdfd67ce4d306eb22-1732029156.jpg
ფოტო საოჯახო ალბომიდან, წყარო: sputnik-abkhazia.ru

მას ჰყავს მეუღლე აელიტა ახიბა.

რუსული მედიის ცნობით, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბჟანიას დასასველებელი სახლის „აფხაზეთის“ დირექტორის შვილი შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა.

მათ ორი შვილი ჰყავთ აელინა და მაქსიმი. როგროც ცნობილია, ამჟამად ისინი მოსკოვში ცხოვრობენ. აელინა ექიმია, მაქსიმი კი ბიზნესშია ჩართული.

მედიაში გავრცელებული ინფრომაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი ლედი რუსეთის კონტროლის პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.