"ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა, გაძლება..." - რას ამბობს ქეთო თოფურიძე სოციალურ ქსელში ატეხილ სკანდალზე
გუშინ, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.გადაკეტილი ქუჩისა და შექმნილი საცობების გამო, საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მათ შორის იყო ეკა კახიანის ქალიშვილი ქეთო თოფურიძე, რომლის განცხადებასაც სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.
"ვერ გადავადგილდებით ქალაქში. ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?“ - წერდა თოფურიძე ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ "სთორიში".
"ეს მთავრობას უსაყვედურეთ, არ მოეპარა არჩევნები და და ყველა თბილად იჯდებოდა სახლში, მაგრამ შენნაირები ამას ვერ გაიგებენ. თქვენთვის მთავარი ხომ ის არის თქვენ იყოთ კარგად და საქართველოს მომავალი და ქართველი ხალხი სულ არ განაღვლებთ. ასე იცხოვრა შენმა ოჯახმა და ასე აგრძელებთ თქვენც. აბა, თქვენთვის სამშობლოსათვის თავგანწირვა ვის უნდა ესწავლებინა.“
"ჰოდა იფრინე, შენ მაგას შეძლებ...“
"ნინი ბადურაშვილის და წოდებაა?!“
"შენისთანები თუ შეწუხდებიან საჭიროცაა. გადაადგილდე თორე შენც საქმეს არ აკეთებდე. „ტუსოვკებზე“ შეგეშალა ალბათ ხელი.“ - წერდნენ კომენტარებში.
ქეთო თოფურიძე ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილია. მსახიობი და მომღერალი პირველად რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი შეეძინა. მეორედ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა და ორი ქალიშვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინა. გააგრძელეთ კითხვა