"ღმერთმა გული რატო ამომდღლიზა? დაიწვას ეს კლინიკა როცა მანდ შევედით! ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო" - როგორ ემშვიდობება მეუღლე ტყუპის დაღუპულ დ - კვირის პალიტრა

"ღმერთმა გული რატო ამომდღლიზა? დაიწვას ეს კლინიკა როცა მანდ შევედით! ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო" - როგორ ემშვიდობება მეუღლე ტყუპის დაღუპულ დედას?

28 წლის შორენა ონიანი რამდენიმე დღის წინ მშობიარობის შემდგომი გართულებებით, თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. შორენამ ქუთაისის მეორე სამშობიაროში იმშობიარა და ტყუპი ბიჭები გააჩინა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ბედნიერებით ტკბობა ვერ შეძლო, მოულოდნელად, მისი მდგომარეობა დამძიმდა. არსებული ინფორმაციით, ახალნამშობიარებ ქალს სისხლდენა დაეწყო და დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. შემდეგ კი კომაში ჩავარდა. მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა და ქუთაისიდან თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ექიმები მის გადასარჩენად იბრძნოდნენ, ადამიანებმა შორენასთვის სისხლიც ჩააბარეს, მაგრამ მდგომარეობა ძალიან მძიმე აღმოჩნდა და ექიმებმა კომიდან მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს, ხელოვნურ სუნთქვაზე იყო.

ოჯახმა ყველა ღონეს მიმართა და გადაწყვიტა, შორენა როგორმე რეანიმობილით თურქეთის კლინიკაში გადაეყვანა და იქ ებრძოლათ მისი გადარჩენისთვის. ძალიან ოპერატიულად იმოქმედეს, ყველა ფეხზე დადგა, ძალიან სწრაფად მოხერხდა ყველაფრის მობილიზება და გადაიყვანეს კიდეც თურქეთში, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

შორენას მეუღლე, გიგა ცხელიშვილი ცხადია ძალიან განიცდის ამ ტრაგედიას და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებს.

"ტკბილად დავიწყეთ და მწარედ დავამთავრეთ…

"ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება. ჩვენი ტყუპების ამბით ხო ღრუბლებში დავფრინავდით. ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ.

მაგრამ გამოჩდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო, მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს, ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი, რადგან ჩვენ პატარებს ის უფრო ჭირდება, ილოცეთ მისთვის, ილოცეთ მისი პატარებისთვის, შორემ ორი ანგელოზი გვაჩუქა - დაჩი და დანიელი, რომლებიც მაძლევენ იმის ძალას, რომ მეც ჩემს სიყვარულთან ერთად არ ვიყო მის მდგომარეობაში, ახლა სრულიად მარტო და უსუსურები ვართ ამხელა ქალაქში, მის ძმასთან ერთად... უფალო მოახდინე სასწაული" - წერდა გიგა ცხელიშვილი თურქეთიდან...

მას უამრავი პოსტი აქვს მიძღვნილი საყვარელ მეუღლეზე და მის ფოტოებსა და ვიდეოებს აქვეყნებს:

"დაიწვას ეს კლინიკა როცა მანდ შევედით!!!

ღმერთოოო, რატოო? ჩატში წავაწყდი, ბავშვებს რომ ვაუწყე ამ ვიდეოთი, რომ სამშობიაროდ მივდიოდით. თურმე მოსაკლავად მიმყავდა...

ეს უბედური დღეები არ უნდა დამდგარიყო, ჩემო მფარველო ანგელოზო. ყველგან გეძებ, რომ რამე ახალი ვიპოვო გაგზავნილ კადრებშიც, მაგრამ რომ გამოილევა ეს კადრები... ყველა გზას შენთან მოვყავარ !!!

როგორი ლამაზი იყავი, ჩემო პატარა, ყველაზე ლამაზი დარჩები. შენ არასდროს დაბერდები. ყველა კადრი დარჩება შენ პატარებს.

შენს სიცოცხლეში მხოლოდ 5 წამით გქონდა საშუალება ლოყაზე მოგახუტეს შვილები. დაიფარე შენი ანგელოზები ზეციდან.

ყველასთან მივა შენი ტკვილი, ჩემო ანგელოზო, ვერ ვინელებ ამ დანაკლისს, ასეთი ფორმით ღმერთმა გული რატო ამომდღლიზა...