დიმიტრი პესკოვი სენსაციურ ინფორმაციას გამოეხმაურა - დამყარდება თუ არა უკრაინაში მშვიდობა?!
კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განსახილველად მზად არის, მაგრამ ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს.
„კონფლიქტის გაყინვის რომელიმე ვარიანტი ჩვენთვის მისაღები არ არის. მნიშვნელოვანია ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ, რომლებიც ყველასთვის კარგად ცნობილია“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინი ყოველთვის აცხადებს, რომ კონტაქტებისთვის და მოლაპარაკებებისთვის მზად არის.
"ინტერპრესნიუსი"