ბაია კვიციანი დეპუტატობიდან მინისტრის მოადგილედ მიდის, პარლამენტარი კი მისი დის ქმარი ხდება - კვირის პალიტრა

ბაია კვიციანი დეპუტატობიდან მინისტრის მოადგილედ მიდის, პარლამენტარი კი მისი დის ქმარი ხდება

მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ბაია კვი­ცი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. რო­გორც ირ­კვე­ვა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა შე­სა­ბა­მი­სი ბრძა­ნე­ბა 14 ნო­ემ­ბერს გა­მოს­ცა.

კვი­ცი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში აღარ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად სიის მე-16 ნო­მე­რი მისი სიძე, დის ქმა­რი, ბიზ­ნეს­მე­ნი შოთა ბე­რე­კაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში შე­დის.

ბაია კვი­ცი­ა­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი გზა

ბაია კვი­ცი­ა­ნის ოჯა­ხის­თვის პო­ლი­ტი­კა ახა­ლი არ ყო­ფი­ლა, დე­ბის, ბაია და მაკა კვი­ცი­ა­ნე­ბის მამა ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტა­რი კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი გახ­ლავთ. მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი 1964-1970 წლებ­ში მეს­ტი­ის მხა­რეთმცოდ­ნე­ო­ბის მუ­ზე­უ­მის მეთ­ვალ­ყუ­რე იყო. 1976-1992 წლებ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შა­ობ­და. პარ­ლა­მენ­ტში პირ­ვე­ლად 1990 წელს, მე­ო­რედ 2008 წელ­ში მოხ­ვდა. კან­დიდ კვი­ცი­ა­ნი მეს­ტი­ის ოლ­ქის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­ლდათ და პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კის "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა - გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" რი­გებ­ში ირი­ცხე­ბო­და.

ბაია კვი­ცი­ა­ნის "ოც­ნე­ბის" სი­ა­ში მოხ­ვედ­რის შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, რომ ის პარ­ტი­ულ სიაში კახა კა­ლა­ძის კვო­ტით მოხ­ვდა, რად­გან მისი და მაკა კვი­ცი­ა­ნი, ანუ­კი არე­ში­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. რო­გორც მა­კამ ამ ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, მისი და ანუ­კის მე­გობ­რო­ბა 15 წელ­ზე მეტს ით­ვლის.

ბა­ი­ას კა­რი­ე­რი­სა და ცხოვ­რე­ბის გზა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. გა­ნათ­ლე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, მან სწავ­ლა ლონ­დონ­ში გა­აგ­რძე­ლა და ადა­მი­ა­ნის რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა ევ­რო­პის ბიზ­ნეს სკო­ლა­ში.

მისი ბავ­შვო­ბა, რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, ად­ვი­ლი არ ყო­ფი­ლა. ჭარბ წო­ნას­თან ბრძო­ლა მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა. ბაია იხ­სე­ნებს, რო­გორ აო­ცებ­და დე­და­მი­სის რე­აქ­ცია, როცა სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი 35 კი­ლოგ­რა­მით მო­მა­ტე­ბუ­ლი დახ­ვდა:

"თი­ნე­ი­ჯე­რო­ბისას მქონ­და ჭარ­ბი წონა და ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო... მი­ჭირ­და სა­კუ­თა­რი თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნა. შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი - ბავ­შვო­ბა­ში უჭ­მე­ლი ვი­ყა­ვი და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლის შემ­დეგ კვე­ბა ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლე. ჩვენ­თან არ იყო მა­შინ ასე­თი ხელ­მი­საწ­ვდო­მი ტკბი­ლე­უ­ლი და ფუნ­თუ­შე­ბი და იქ უფრო მეტი არ­ჩე­ვა­ნი იყო და ვა­გე­მოვ­ნებ­დი. რომ ჩა­მო­ვე­დი, დე­დას სა­ო­ცა­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, 35 კილო მქონ­და მო­მა­ტე­ბუ­ლი. რე­აქ­ცი­ე­ბით მივხდი, რომ რა­ღაც პრობ­ლე­მა მქონ­და, თა­ვად ასე მძაფ­რად ვერ აღ­ვიქ­ვამ­დი. ეს ხდე­ბო­და 1996-1997 წლებ­ში. რო­გორც პა­ტა­რა­ო­ბი­დან ბავ­შვს ზრდი­ლო­ბა­სა და ჰი­გი­ე­ნას ას­წავ­ლი, ისე უნდა ას­წავ­ლო სწო­რი კვე­ბა და შემ­დეგ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე აღარ დად­გეს.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები