"საუკეთესო ხარ" - რა არის ცნობილი რამაზ სვანაძის პირად ცხოვრებაზე: მწვრთნელის ოჯახური ფოტოები
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი, რამაზ სვანაძე, რომელმაც ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გაიყვანა სამი შვილის მამაა. დილიდან მედიაში მის შესახებ არაერთი ინფორმაცია ქვეყნდება. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმის მიღების შემდეგ სამწვრთნელო კარიერა წარმატებულად გააგრძელა.
"საუკეთესო ხარ" - წერს "ინსტაგრამის" სთორიზე ნინიჩკა იჩქიტიძე და მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. წყვილს სამი შვილი ჰყავთ, ორი უფროსი ვაჟი და პატარა გოგონა.
ნინი, დიზაინერ ნინა ზარქუას ბავშვობის მეგობარია, ერთად გადაღებული ფოტო, სადაც პატარები არიან, სოციალურ ქსელში იძებნება.
რამაზ სვანაძე 1981 წლის 2 მარტს საფეხბურთო ტრადიციებით ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი, მამუკა სვანაძე ქუთაისის "ტორპედოს“ ფეხბურთელი იყო. ბიძა - ზაურ სვანაძე კი თბილისის "დინამოში“ თამაშობდა. ის იყო იმ ოქროს გუნდის წევრი, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს თასების მფლობელთა თასი მოიგო. თავის დროზე, ურიგო ფეხბურთელი არც თვითონ გახლდათ, უკვე რამდენიმე წელიწადია წვრთნის ასაკობრივ გუნდებს.