"ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ოპოზიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, როგორ გაგრძელდება პროტესტი.
„ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად, გაზიარებული იყოს ყველა მხარეს და ამიტომ გვაქვს დღეს ეს შეხვედრა, სადაც ჩამოვყალიბდებით, რას ვაპირებთ უახლოეს დღეებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და მონახაზები გვაქვს, უბრალოდ, ახლა ყველა ერთმანეთის აზრს გავიზიარებთ და ჩამოვყალიბდებით", - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ჩვენ ვართ ერთმანეთთან სრულ კოორდინაციაში, რა თქმა უნდა, პროტესტი გრძელდება, პროტესტის ფორმა, რაც არის შედეგზე ორიენტირებული, ამიტომ, ყველა საკითხზე, რაც შეეხება პარლამენტს თუ საერთაშორისო საკითხებს, ასევე აქციებს, ერთად ვწყვეტთ", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
"ინტერპრესნიუსი"