"მენატრება ბავშვობის წლები, როდესაც დედა ცოცხალი იყო" - ნინუცა დავითიანის ახალი გამოწვევა და ბედნიერება
გია და ნინუცა დავითიანების ოჯახური წყვილი პროექტში "მიმღერე" მაყურებლის დიდ მოწონებას იმსახურებს. ბატონი გიასთვის პოპულარობა უცხო არ არის, ნინუცა კი ამ სფეროში ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს, ამიტომაც მსმენელის დამოკიდებულების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. რატომ არ დაიწყო სიმღერა ბავშვობიდან, რას ნანობს, რა ვერ გაბედა დღემდე და რომელი პერიოდი ენატრება ყველაზე მეტად? - ამ ყველაფერს ნინუცა დავითიანის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"მამასთან ერთად ხშირად არ ვმღეროდი, მიუხედავად იმისა, რომ დუეტების შესრულება ახლობლებთან ძალიან მიყვარს, მგონია, რომ ნამდვილი ემოცია მოდის. ახლა მამასთან ერთად სიმღერას განსაკუთრებული ხიბლი აქვს, იმედია ეს ეკრანზეც იგრძნობა. "მიმღერე" სასწაული პროექტია, ოჯახური და ძალიან თბილი. აქ ყველა ერთმანეთის გულშემატკივარია..."
"სულ მქონდა მოთხოვნა, თავიდანვე კარგად მემღერა, არადა, ეს ხომ დიდი შრომის შედეგად მოდის. რატომღაც მეგონა, პირდაპირ გია დავითიანივით უნდა მემღერა. სულ ვამბობ, ცხოვრება ასეთია, გატარებს, გატარებს და ბოლოს მაინც იმ წერტილამდე მიგიყვანს, რაც შენია. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა..."
"მენატრება ბავშვობის წლები, როდესაც დედა ცოცხალი იყო, მამა მანქანაში ჩაგვსვამდა და დავდიოდით, საქართველოს ყველა კუთხე მოვლილი გვაქვს. მანქანაში სულ ისმოდა სიმღერა, მე და ჩემი და უკან ვისხედით, ვერთობოდით, სასწაული ზაფხულები გვქონდა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 21 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.
თამუნა კვინიკაძე