როგორ პასუხობს სალომე გოგიაშვილი ეკა კვესიტაძეს, "სვეცკებზე" დაწერილი პოსტის შემდეგ?
ეკა კვესიტაძე, რომელიც "მთავარი არხის" ჟურნალისტია და ოპოზიციის მხარდამჭერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო გააკრიტიკეს.
"სამართლიანობისთვის ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ - თუ ვინმე მართლა რამეს წარმოადგენს ამ ქალაქში - ე.წ. "სვეცკობა" იქნება და ინტელექტუალური ელიტა, ამ მიტინგებზე დგას და ეს ზარქუას დის თუ სალომე გოგიაშვილების იმედზე მყოფი და იკარუსებით გაღატაკებული ხალხის ჩამომყვანი ქოცები რამდენს ბედავენ. მართლა რამდენს ბედავენ “ამ ვიდით" - წერს კვესიტაძე.
ჟურნალისტის სტატუსს გამოეხმაურა სალომე გოგიაშვილი.
"ეკუ, მესმის, შენთან ჭიათურაში რომ გადამეკეტა გზები და შემეფერხებინე, მაგრამ ჩვენს უბანში ამოდიხართ და გვაფერხებთ ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ ჩვენზე ხართ განაწყენებული? - ნტტტ, ეკუუუ, რა დღეში გაქვს ნერვები…" - წერს სალომე.