"საოცრების დედა და მამა გავხდით...აქციიდან პირდაპირ სამშობიაროში" - რას წერს ნოდარ ჩაჩანიძე?
პარტია "ახალის" წევრს, ნოდარ ჩაჩანიძესა და მის მეუღლეს ნინი სუხიტაშვილის შვილი შეეძინათ. წყვილს გოგონა შეეძინა. ახალშობილს არიადნა დაარქვეს.
“ამ საოცრების დედა და მამა გავხდით მე და ნინი რამდენიმე წუთის წინ. დაიბადა არიადნა ჩაჩანიძე“, - წერს ნოდარ ჩაჩანიძე და ფოტოს აქვეყნებს.
“ჩაჩავას კლინიკიდან ცოტა ხნით მელიქიშვილზე გავიარეთ და ჩემმა გოგოებმა აქციის მონაწილეები გაამხნევეს.
19:00 საათზე ყველა, ვისაც ახლა ქვეყნის დაცვა შეუძლია, მელიქიშვილის გამზირზე უნდა იყოს...
ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის ჩვენ ახლა სამშობლო უნდა დავიბრუნოთ!“ - წერდა ნოდარ ჩაჩანიძე ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათით ადრე.