მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ? - კვირის პალიტრა

მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს - რა ლოცვა უნდა წავიკითხოთ?

21 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმიდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ძალთა კრებას აღნიშნავს.

კრება წმინდისა მთავარანგელოზისა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა წმინდათა უხორცოთა ზეცისა ძალთა, მთავარანგელოზთა: რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, იეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელისა. ამ დღეს მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაულიცაა. ეს არის: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონი), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუამთის (თეკლესეული) ტაძრების დღესასწაული.

მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წასაკითხი ლოცვა

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა, და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი:

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო, ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.