1300 ევროიანი კაბა, შეხვედრა პრინც უილიამთან და მეფესთან - ლელა მებურიშვილი დიპლომატ მეუღლესთან ერთად ბუკინგემის სასახლეში მიღებას დაესწრო
"ფანტასტიკური, დაუვიწყარი საღამო ბუკინგემის სასახლეში აღმოჩნდა მოულოდნელობებით სავსე. ეს ფორმალური გარემო იმდენად გაამსუბუქეს და გაალამაზეს მასპინძლებმა, რომ ახლაც შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. გვქონდა პატივი შევხვედროდით და გაგვესაუბრა მეფესთან და ასევე, პრინც უილიამთან",
- წერს მსახიობი ლელა მებურიშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც გუშინ ღამით, ბუკინგემის სასახლის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მეფე ჩარლზმა, დედოფალმა კამილამ და პრინცმა უილიამმა დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ მიღებას უმასპინძლეს.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო ლონდონში დიპლომატიური მისიით მყოფი 170-ზე მეტი ელჩი და უმაღლესი კომისარი. ღონისძიება მიზნად ისახავს დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას. საღამო მოიცავდა ოფიციალურ მისალმებებს, საუბრებსა და ვახშამს სასახლის დიდებულ გარემოში.
მნიშვნელოვან საღამოზე მსახიობს Amelinda Royal Taffeta Peplum Dress-ის კაბა ეცვა, რომელიც შექმნილია 21Six-ის ბრენდის დიზაინერების მიერ.