"სულ გვგონია, რომ ბედნიერი მომენტი უკვე იყო, ან მომავალში იქნება და ველოდებით იმ იდეალურ დროს. არადა, ძალიან მარტივ რაღაცებშია ბედნიერება" - როგორ მიულოცეს იუბილე ლიკა ევგენიძეს
ლიკა ევგენიძე იუბილარია. ის "ინსტაგრამზე" აქვეყნებს ვიდეოს, თუ როგორ მიულოცეს დაბადების დღე ოჯახის წევრებმა და მადლობას უხდის ყველას, მის მიმართ გამოხატული დადებითი ემოციებისა და სიყვარულისთვის:
"ჩვენ შეჩვეულები ვართ ან წარსულში ან მომავალში ყოფნას. სულ გვგონია, რომ ბედნიერი მომენტი უკვე იყო ან უნდა იყოს მომავალში და ველოდებით იმ იდეალურ დროს. არა და ძალიან მარტივ რაღაცებშია ბედნიერება, თუ ხარ ცნობიერი მოცემულ მომენტში, გულიც ივსება სიყვარულით, მადლიერებით და ნისლიც სცილდება შენს თვალებს და გონებას.
მიყვარს ყოველი წამი ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული და მადლიერი ვარ ყველაფრის. მადლობა თქვენ ამდენი დადებითი ემოციისთვის და სიყვარულისთვის".
ვიდეო: