"უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ" - რას აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი? - კვირის პალიტრა

"უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ" - რას აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი?

კიევი არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

„უკრაინა არ მიიღებს რაიმე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, - აღნიშნა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის დატოვებას აგრესორის ხელში, რაც გამოიწვევს გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას.

„ეს არის დაშოშმინება და არ მშვიდობა. დაშოშმინება წარსულში არასდროს მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს“, - აღნიშნა სიბიგამ.

მან რუსეთში დამტკიცებულ განახლებულ ბირთვულ დოქტრინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი.

„რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა და რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი”, - განაცხადა სიბიგამ.