"მგზავრს პირველადი დახმარება ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუწია" - რა მოხდა Swiss Air-ის რეისზე?
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თვითმფრინავში მგზავრს, რომელიც შეუძლოდ გახდა, პირველადი დახმარება გაუწია.
კულუარული ისტორიის დეტალებზე BILD წერს. გამოცემის მიხედვით, ოთხშაბათს ნაშუადღევს Swiss Air-ის რეისი - LX780 რიოდან ბრიუსელში ბრუნდებოდა, როდესაც მგზავრს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ჩვეულებისამებრ, ეკიპაჟმა იკითხა, იყო თუ არა ბორტზე ვინმე, ვისაც პროფესიონალური დახმარების აღმოჩენა შეეძლო.
“მგზავრმა შეუძლოდ მყოფს პირველადი დახმარება გაუწია მანამ, სანამ თვითმფრინავი ბრიუსელში უსაფრთხოდ დაეშვებოდა. შემდეგ კი საქმეს ექიმები შეუდგნენ.
თვითმფრინავის დაშვების შემდეგ პირი, რომელმაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია, შავმა მერსედესმა წაიყვანა და ეს არ იყო ჯილდო გაწეული ძალისხმევისთვის.
პირველი ადამიანი, ვინც რეაგირება მოახდინა, იყო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი,“ - წერს სააგენტო. გააგრძელეთ კითხვა